Arbitrage

1. მხარეები თანხმდებიან, რომ მოლაპარაკების შედეგად შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან მოთხოვნა, მათ შორის ამ ხელშეკრულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების, Oდარღვევის, შეწყვეტის, ან ბათილობის საკითხი, განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადასცენ შ.პ.ს „ჯეი-ემ-ქეის“ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს, (ს/კ 404897947), რომელიც ამ შეთანხმების გაფორმების დროისათვის მდებარეობს მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 14ბ, 1-ლი სად, მე-3 სართ.
2. `არბიტრაჟში” დავას განიხილავს არბიტრთა კოლეგია – სამი არბიტრის შემადგენლობით. სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ჯეი-ემ-ქეი არბიტრაჟის თავმჯდომარე საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 5(ხუთი) დღის ვადაში ნიშნავს მესამე არბიტრს, რომელიც იმავდროულად არის არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე.
3. კოლეგიური შემადგენლობით საქმის განხილვის დროს, საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრასთან ერთად საარბიტრაჟო მოსარჩელე ვალდებულია არბიტრაჟს წარუდგინოს მის მიერ შერჩეული არბიტრის კანდიდატურა, ამ კანდიდატურის მიერ ჯეი-ემ-ქეი არბიტრაჟის დებულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები და კანდიდატის წერილობითი თანხმობა საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის თაობაზე.
4. კოლეგიური შემადგენლობით საქმის განხილვის დროს, არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად საარბიტრაჟო მოპასუხეს წარუდგენს მოთხოვნას, რომ გზავნილის მიღებიდან 10(ათი) დღის ვადაში არბიტრაჟს წარუდგინოს მის მიერ შერჩეული არბიტრის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს ჯეი-ემ-ქეი არბიტრაჟის დებულების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამასთან მოპასუხემ იმავე ვადაში უნდა წარუდგინოს არბიტრაჟს მის მიერ დასახელებული კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები და კანდიდატის წერილობითი თანხმობა საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს აღნიშნულ დოკუმენტებს, ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ არბიტრს ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარე.
5. საარბიტრაჟო საქმის კოლეგიური შემადგენლობით განხილვისას საარბიტრაჟო განხილვის დღეს, მხარეა ვალდებული უზრუნველყოს მის მიერ შერჩეული არბიტრის საქმის განხილვაში მონაწილეობა.
6. საარბიტრაჟო საქმის კოლეგიური შემადგენლობით განხილვისას არბიტრები ვალდებულნი არიან საარბიტრაჟო სხდომამდე გაეცნონ საქმის მასალებს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი.
7. საარბიტრაჟო საქმის კოლეგიური შემადგენლობით განხილვის დროს დავის არსებითად განხილვამდე საქმის მომზადებისათვის საჭირო ყველა პროცედურას ახორციელებს კოლეგიის თავმჯდომარე. მათ შორის და არა მხოლოდ არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე წყვეტს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის, გაუქმების ან შეჩერების, მტკიცებულებების გამოთხოვის ან/და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის საკითხებს.
არბიტრად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვს სამოსამართლო ან ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და აქვს სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთწლიანი გამოცდილება. ამ დებულების მიზნებისათვის სამუშაო გამოცდილებად ჩაითვლება მოსამართლედ ან/და ადვოკატად მუშაობა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
დავის განხილვის ადგილი იქნება თბილისი;
არბიტრაჟი დავას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე;
განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ უნდა გაკეთდეს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
საარბიტრაჟო მოპასუხემ საარბიტრაჟო სარჩელზე საარბიტრაჟო შესაგებელი უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან ხუთი დღის ვადაში;
საარბიტრაჟო მხარეებისათვის შეტყობინებების ჩაბარება მოხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს ან საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს დადგენილ ვადაში საარბიტრაჟო შესაგებელს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე;
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ საარბიტრაჟო განხილვა გადაიდება ან შეჩერდება;
საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის, შეჩერების და გაუქმების საკითხები გადაწყდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.