გია ქავთარაძე
გია ქავთარაძე
განათლება
1987 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის #1 ექსპერიმენტული საშუალო სკოლა.
1992 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით – საერთაშორისო სამართალი. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
1993 წელს ა.შ.შ.-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული „ბენჟამინ ფრანკლინის“ პროგრამის ფარგლებში დაამთავრა ა.შ.შ.-ის ინდიანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასპირანტურის სრული კურსი და მიენიჭა L.L.M-ის ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება
2011-დღემდე საკონსულტაციო ფირმის „ჯეი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაცია“ პარტნიორი.
2007-2011 წლები საკონსულტაციო ფირმის „ქავთარაძე და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი.
2005-2007 წლები საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2005 წელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
2002-2005 წლები საკონსულტაციო ფირმის „დვნკ“ მმართველი პარტნიორი.
2000 წელი საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი.
1999-2002 წლები საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.
1998-1999 წლები საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი.
1998 წელი საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორი.
1997-1998 წლები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული პროექტის – საქართველოს სახალხო დამცველის სამსახურის მხარდაჭერა – სამართლებრივი მრჩეველი.
1995-1997 წლები გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის ადმინისტრატორი.
1994-1995 წლები წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) საქართველოს წარმომადგენლობის საფინანსო ადმინისტრატორის თანაშემწე.
1993 წელი ა.შ.შ.-ში იურიდიული ფირმის „Square, Sanders and Dempsey“ იურისტი.
1992 წელი საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს სპეციალისტი.
სასწავლო-გადამზადების კურსები
• „სამართლის ხელმისაწვდომობა – ცვლილებათა სტრატეგია“, გაერთიანებული სამეფო, ლონდონი, 2001წ.;
• „სასამართლო სისტემა“, ისრაელი, გალილეას კოლეჯი, 2001წ.;
• „სასამართლოთა მართვა და რეფორმა“, ა.შ.შ., 2001წ.;
• „სამოსამართლო სწავლება“, ა.შ.შ., ნევადა, რენო, 1999წ.;
• „UNICEF-ის სახელფასო მეთოდოლოგია და სამუშაოთა კლასიფიკაცია“, ეგვიპტე, ქაირო, 1997წ.;
• „UNICEF-ის პროგრამების მართვის დაგეგმარება და საერთო ბიუჯეტი“, შვეიცარია, ჟენევა, 1997წ.;
• „UNICEF-ის საკადრო რესურსების მართვა“, შვეიცარია, ჟენევა, 1997წ.
სხვა საქმიანობა
კითხულობს ლექციებს სამეწარმეო და გაკოტრების სამართალში.
დააფუძნა და დღემდე თავმჯდომარეობს ინდიანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საქართველოს ასოციაციას.