არბიტრაჟი

ბიზნესსა და სამოქალაქო ურთიერთობაში დავის გადაწყვეტისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დავის გადაწყვეტის დროსა და ფორმას. ბიზნესში ჩადებული ფულის დროულად უკან დაბრუნება ხელს უწყობს ფულადი სახსრების ისევ ბიზნესში რეინვესტირებას. არბიტრაჟის გზით დავების გადაწყვეტა დროისა და ფულის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.
არბიტრაჟის გამოყენება დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებად ღირებულია როგორც მხარეების, ისე თვით სასამართლო სისტემისათვის. სხვა ღირსებებთან ერთად, მხარეებს არბიტრაჟი სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ პროცესს, დავის უფრო დროულად განხილვისა და სწრაფად გადაწყვეტის შესაძლებლობას, ისევე, როგორც თავად არბიტრ(ებ)ის არჩევის შესაძლებლობას.
საარბიტრაჟო განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას არ გააჩნია აპელაციისა და კასაციის ეტაპები და შინაარსობრივ გადასინჯვას არ ექვემდებარება. სასამართლოში მიმდინარე განხილვისაგან ძირითად განსხვავებას სწორედ პროცესის ერთეტაპიანობა წარმოადგენს. არბიტრაჟი დავის გადაწყვეტის ფართოდ გავრცელებული ალტერნატიული საშუალებაა, რომელიც მხარეებს აძლევს პროცესუალურ მოქნილობასა და კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიას. არბიტრაჟს სასამართლოს მსგავსი სამართლებრივი ბუნება გააჩნია და მისი ფუნქცია არა პრობლემის გადაწყვეტის გზების მოძიება, არამედ მხოლოდ კონკრეტული დავის გადაწყვეტაა.

შპს „ჯეი-ემ-ქეი არბიტრაჟი“ გთავაზობთ დავების სწრაფ და ეფექტურ საარბიტრაჟო განხილვას:

საქმის განხილვის მაქსიმალური ვადაა მომზადებიდან 21 კალენდარული დღე. 

ჯეი ემ ქეი არბიტრაჟში საქმის განხილვის შემთხვევაში დაინტერესებული პირი იხდის: 

საარბიტრაჟო ბაჟს

  • დავის ღირებულების 2,5% -ს, მაგრამ არანაკლებ 350 ლარისა.
  • გადახდილი თანხა მოიცავს საქმის მომზადებისა და განხილვისათვის საჭირო ყველა ხარჯს (გარდა საჯარო პუბლიკაციის ხარჯისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე შეადგენს 100  (ასი) ლარს.საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ან საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ცნობა – აღიარებისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150 ლარს.
არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე -8 და 32-ე მუხლების თანახმად,მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების შემთხვევაში,საარბიტრაჟო წარმოება და გადაწყვეტილების გამოტანა შეიძლება განხორციელდეს, როგორც ზეპირი განხილვით, ასევე წარმოდგენილი მასალების საფუძველზე (გამარტივებული წარმოების გზით).

არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე 2 მუხლის ბ) ქვეპუნქტის,მე-8 მუხლისა და ჯეი-ემ-ქეი მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულების მე-9 მუხლის თანახმად,შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით (წერილობით, ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით და სხვა)

ჯეი-ემ-ქეი მუდმივმოქმედი არბიტრაჟში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა,რაც საშუალებას აძლევს მხარეებს, მტკიცებულებები და საქმის მასალები არბიტრაჟში წარმოადგინონ(ატვირთონ) ელექტრონულად.
ნებისმიერი ხარჯი, რაც უკავშირდება საარბიტრაჟო დავას და სასამართლო ცნობა-აღიარებას ექვემდებარება ანაზღაურებას წაგებული მხარის მიერ.