მამუკა მამალაძე

მამუკა მამალაძე

საკონსტიტუციო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალისტი

1989 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით; ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, საერთო სპეციალიზაციით; საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 04 მაისის განკარგულებით მიენიჭა იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალური წოდება; აქვს სასამართლო სისტემაში, საჯარო სამსახურსა და კომერციულ ორგანიზაციაში მუშაობის დიდი გამოცდილება. კერძოდ, 1991-1997 წლებში მუშაობდა ქალაქ ქუთაისის მოსამართლედ, 1999-2004 წლებში ქუთაისის საოლქო (სააპელაციო ინსტანციის) სასამართლოს თავმჯდომარედ; 1997-1999 და 2004-2005 წლებში არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად; 2005-2006 წლებში იყო ს.პ.ს. „მამალაძე და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი; 2006-2009 წლებში მუშაობდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად. 

სასწავლო გადამზადების კურსები

1997 წელი, ბუდაპეშტი, ევროპის ცენტრალუტი უნივერსიტეტის, კონსტიტუციური და სამართლებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი;

1998 წელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლოს ადმინისტრირებისა და მართვის კურსი;

1999, 2000, 2001 და 2004 წლები სტრასბურგი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო;

2000 წელი, ჰოლანდია და 2003 წელი გერმანი, სასამართლო პრაქტიკის შესწავლა-განზოგადება ზოგად ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიხედვით;

2001 წელი, ისრაელი, გალილეას კოლეჯი, ისრაელის სასამართლო სისტემა.