მიხეილ ჯიქია

მიხეილ ჯიქია

სამოქალაქო და საკორპორაციო სამართლის სპეციალისტი

1999 წელი, წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ჩაბარებული აქვს მოსამართლისა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

აქვს საჯარო სამსახურსა და კომერციულ ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება. 

იგი მუშაობდა: 1998-1999 წლებში იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატების საქმეთა კონსულტანტად; 1999-2000 წლებში ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ; 2000-2005 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციაში „World Vision Georgia“ საკრედიტო პროგრამის იურისტად; 2005 წელს ს/ს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ იურისტად; 2003-2005 წლებში ს/ს „საქაბრეშუმის“ გაკოტრების მმართველად; 2005-2006 წლებში ს/ს „კანარგო სტანდარტ ოილის“ იურისტად;  

2006-2009 საქართველოს უმსხვილესი ნავთობკომპანიის ს/ს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად; 2006-2007 წლებში ამავე კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად; 2007-2011 წლებში „ვისოლის“ ჯგუფის კომპანიების შ.პ.ს „ველაჯიოსა“ და ს/ს „დელტა ჰოლდინგის“ დირექტორად.