ეკა გეწაძე

ეკა გეწაძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

ეკატერინე გეწაძე სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2004-2008 წლებში და მოიპოვა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2010 წელს მას მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამავე უნივერსიტეტში.2008 წელს გადიოდა სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოში.სამართლის პრაქტიკული კლინიკის ფარგლებში იგი იყო სამართალმცოდნეობის ტრენერი ქ. თბილისის #55-ე საჯარო სკოლაში.

2011 წლიდან არის შპს ჯეი-ემ-ქეის იურისტი, 2013 წლიდან კი ამავე იურიდიული ოფისის პარტნიორი.2014 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. საადვოკატო საქმიანობის პარალელურად ჩართული იყო ასოციაცის საკომიტეტო საქმიანობაში, კერძოდ: 2018 წელს იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლის კომიტეტის წევრი, ხოლო 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმების კომიტეტის წევრი.

იგი არის მენტორი ადვოკატი და გააჩნია სპეციალიზაცია სამოქალაქო სამართალში, ასევე დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო).მას ჩაბარებული აქვს სხვადასხვა საკვალიფიკაციო გამოცდა, როგორებიცაა: მოსამართლის თანაშემწეთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული ტრენინგი.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საერთო კრების მიერ 2021 წლის დეკემბერში იგი არჩეულ იქნა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად 4 წლის ვადით.გარდა მშობლიური ქართული ენისა, ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.