Practical Wisdom, Trusted Advise
ჩვენ შესახებ
„ჯეი-ემ-ქეი“, ლიდერებით დაკომპლექტებული, პროფესიონალთა სამაგალითო გუნდია, რომლის უმთავრეს ღირსებას პარტნიორთა ნიჭი, გამოცდილება და შემოქმედებითი პოტენციალი წარმოადგენს.
ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: კლიენტის ინტერესის უპირატესობა, მაღალი პროფესიონალიზმი და მიზნის მისაღწევად საჭირო ოპტიმალური გზის გამოძებნა, ხოლო მუდმივი სწრაფვა პროფესიული სრულყოფისაკენ, ამ პრინციპების განუყოფელი ნაწილია.
ჩვენი დევიზია – საქმისა თუ გამოწვევის სირთულის მიუხედავად, კლიენტისათვის სასურველი მიზნის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია!
რატომ ჯეი ემ ქეი?
პროფესიონალთა სამაგალითო გუნდი
პარტნიორთა ოცდაათწლიანი გამოცდილება აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლებებში, ბიზნესში, საადვოკატო და სამეწარმეო სფეროში
ათასი ნაწარმოები საქმე და კმაყოფილი კლიენტი
პროფესიონალური და ხარისხიანი მომსახურების გარანტია
ჯეი-ემ-ქეი გთავაზობთ თქვენს ინტერესზე მორგებულ მომსახურების სრულ პაკეტს, რაც მოიცავს:
საქმიანი საინვესტიციო პროექტების მომზადება, შესაძლო ინვესტორებთან მოლაპარაკების წარმართვა, პროექტების განხორციელება, მისი შესრულების მიმდინარეობის კონტროლი, ამ სფეროში ხელშეკრულებების მომზადება და ანალიზი როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე.
სანივთო სამართალში: კონსულტაცია უძრავი ნივთების ფლობასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან, ამ ნივთების როგორც ვალდებულებათა უზრუნველყოფის საშუალებად (იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; შესაბამისი გარიგების (ხელშეკრულების) პროექტების მომზადება, მათი გაფორმებისა და რეგისტრაციის უზრუნველყოფა.
ნებისმიერი სახის (ნასყიდობა, ჩუქება, თხოვება, ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, ნარდობა, ვალდებულებით სამართლებრივი უზრუნველყოფის ხელშეკრულებები და ა.შ.) სახელშეკრულებო-სამართლებრივი გარიგების (ხელშეკრულების) პროექტის მომზადება, მათი გაფორმებისა და რეგისტრაციის უზრუნველყოფა; საამშენებლო ამხანაგობების შექმნა და მსგავს ამხანაგობებში სადაო საკითხების რეგულირება; ყველა ამ საკითხზე კონსულტაციის გაწევა.
კონსულტაციები საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციის, დაშლა-ლიკვიდაციის პროცესში; შესაბამისი გარიგებების მომზადება, გაფორმება და რეგისტრაცია, ასევე – აღნიშნული პროცესების უშუალო მართვა; კონსულტაციები საწარმოთა წილების, აქციებისა და სხვა არამატერიალური აქტივების შესყიდვის ან/და რეალიზაციის პროცესში; შესაბამისი გარიგებების მომზადება, გაფორმება და რეგისტრაცია; კონსულტაციები საწარმოთა ცალკეული საქმიანობის განსახორციელებლად, სავალდებულო ლიცენზიებისა და ნებართვების მისაღებად; ასევე – დოკუმენტაციის მომზადებასა და მოპოვების პროცესში დახმარების გაწევა; წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოებში.
კონსულტაციები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებულ ურთიერთობებზე, შესაბამისი სამართლებრივი ხელშეკრულებების მომზადება.
კონსულტაციები ქორწინების, განქორწინების, საალიმენტო ვალდებულებების, მშობლებსა და შვილებს შორის არსებული სხვა არაქონებრივი ურთიერთობების მოწესრიგების, ასევე მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე.
დახმარება ინტელექტუალურ-სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში; პატენტების, სავაჭრო ნიშნებისა და საავტორო უფლებების რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთების მოპოვება და ანალიზი; სალიცენზიო, საავტორო თუ მომიჯნავე უფლებების სუბიექტებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების მომზადება.
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოში, ადმინიტრაციულ ორგანოსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
წარმომადგენლობა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში ან/და კერძო აღმასრულებელთან.
კერძო ხასიათის სამართლებრივი დავების განხილვა `არბიტრაჟის შესახებ~ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
სპეციალისტის სააუქციონო მომსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.